ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გერმანიის მოქალაქე დაშავდა

ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გერმანიის მოქალაქე დაშავდა

ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. გერმანიის მოქალაქე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის, კობა გელაშვილის განცხადებით, პაციენტს ლავიწის ძვლის და ოთხი ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, პაციენტის თანმხლებ პირთან დგინდება, დაშავებული ტურისტი ხაშურის საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას თუ მისი გადაყვანა მოხდება.