ანონსი 19 აგვისტო

19 აგვისტოს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს.
19 აგვისტოს, 11:00 საათზე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველად შედეგებს წარადგენს.
მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის #144
საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი 558240770
19 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესის ეზოში, გიორგი ჭანტურიას საფლავთან ჩატარდება მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მოქალაქეთა ჯგუფი და გიორგი ჭანტურიას შვილი პროკურატურაში შეიტანენ განცხადებას, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების ხელახალი მოთხოვნით.
საკონტაქტო: შალვა ჩხაიძე 595 611011
19 აგვისტოს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი გაიმართება.
მის: საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

























