სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი - მანქანის მძღოლი და ორი მოზარდი დაშავდნენ.

როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახამრების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.