ანონსი 15 აგვისტო

15 აგვისტოს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე და მისი შვილი, 7 წლის ანამარია საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ.
საკონტაქტო: 579248879
15 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიორგი ბოტკოველის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ყურძნის ფასები.
15 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემები.
მის: ცოტნე დადიანის 30საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საკონტაქტო: კობა ალხაზაშვილი, 599883811
15 აგვისტოს, 11.00 საათზე , სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა გამართავს ბრიფინგს თემაზე - რთველი 2019
მის: მარშალ გელოვანის 6, ღვინის ეროვნული სააგენტო
15 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე, კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს ვიცე-პრეზიდენტი ტიან ბაოჰუა და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”-ს საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალური მენეჯერი იანგ იუბინი.
მის: ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი).
15 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არხოტის ხეობას ეწვევა და მოსახლეობას შეხვდება.
15 აგვისტოს, 13:00 საათზე, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება.
15 აგვისტოს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუცოს მოსახლეობას შეხვდება

























