აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ უმაღლესი საჭოდან აცნობეს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მთივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს ცენტრის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მათ ქვეყნის აღმშენებლობაში მომავალი თაობის როლსა და მნიშვნელობაზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც სასიკეთოდ აისახება რეგიონსა და მთლიანად სახელმწიფოზე.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე მოეწყო ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების წარდგინება და ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომელიც ახლად დაარსებულ სტრუქტურასა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, რეგიონის 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამ დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ახალგაზრდული ფესტივალი ბათუმში საოცრებათა პარკიდან დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდება.