რუსთავში, მე-18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ჯვრის კონსტრუქცია მოტეხა

რუსთავში, მე-18-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტელის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ბოლნური ჯვრის რამდენიმე მეტრიანი კონსტრუქცია დააზიანა და მოტეხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ,,რუსთავსერვის ცენტრის" დირექტორმა გიორგი გოროზიამ განუცხადა, დაზიანებული ჯვრის რესტავრირება და ძველ ადგილზე მონტაჟი უახლოეს დღეებში მოხდება.

























