სიღნაღში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ, მალხაზ ბეგიაშვილმა ქალაქ სიღნაღში გოძიაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორივე ქუჩაზე მოასფალტებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ სიღნაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
„გიორგი გოგილაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განახორციელა და მოადგილედ მალხაზ ბეგიაშვილი წარადგინა, რომელმაც საფინანსო, ეკონომიკური და ინფრასტუქტურული სფეროები ჩაიბარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























