ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართეს

საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების- ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად სოფლის მცხოვრებთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისაგან პირადად მოისმინეს.

ხელისუფლების წევრთა განცხადებით, მათ სოფლის მცხოვრებთა პრობლემები ჩაიწერეს და შეძლებისდაგვარად მოხდება თითოეულ მათგანზე რეაგირება.

შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება- მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვევიან და მოქალაქეთა პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნობიან.