“სამოქალაქო მოძრაობის” პროექტი “სამოქალაქო ეზო” შინდისში, გმირთა მემორიალთან ჩატარდა

“სამოქალაქო მოძრაობის” პროექტი “სამოქალაქო ეზო” შინდისში, გმირთა მემორიალთან ჩატარდა

აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე “სამოქალაქო მოძრაობის” პროექტი “სამოქალაქო ეზო” შინდისში, გმირთა მემორიალთან ჩატარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სამოქალაქო მოძრაობიდან” აცნობეს, თემაზე - რა გვასწავლა აგვისტოს ომმა? - “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა და “სამოქალაქო მოძრაობის” სამხედრო მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა გიგაურმა ისაუბრეს.

“ბევრი არ გვიფიქრია სად უნდა ჩაგვეტარა „სამოქალაქო ეზო“, დღეს 8 აგვისტოა და 11 წელია გასული საქართველო -რუსეთის ომის დაწყებიდან. ჩამოვედით შინდისში იმ ადგილას, სადაც 17 მა მებრძოლმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქარათველოს ნამუსი მოგვწმინდეს თავისი სისხლით და თავგანწირვით. 17 კაცი არ შეუშინდა რამდენიმე ასულს და მსუბუქად შეიარაღებული დაუპირისპირდა მძიმე ტექნიკას, ავიაციას, არტილერიას და აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფეხმოუცვლელად და ბოლომდე თავი გადადეს, არცეთი მათგანი მძიმედ დაჭრილიც კი ტყვედ არ ჩავარდა. მოვედით ამ დიდებული ხალხის მემორიალთან იმისთვის, რომ ეს დღე გავიხსენოთ და ცნობილ ჟურნალისტს გოგა აფციაურს მოვაყოლეთ აგვისტოს მოვლენები, რომელსაც ოკუპირებულ გორში რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა“, - აღნიშნა “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.