ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ისტორიულ ციხეზე ანტისაოკუპაციო ბანერი, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ისტორიულ ციხეზე ანტისაოკუპაციო ბანერი, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ისტორიულ ციხეზე ანტისაოკუპაციო ბანერი და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი „სამოქალაქო მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისია.

„ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეპროტესტებინა რუსული ოკუპაცია. მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს და ჩვენ ამდენსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე - ვერაფერი, ასე გამოდის. ვერ შევთანხმებულვართ, ვინ დაიწყო ომი, ვერ შევთანხმებულვართ, ოკუპაცია-დეოკუპაციაზე და დღემდე ამ კინკლაობაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ვკარგავთ ტერიტორიებს“, - ამბობს „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი როსტომ ზარანდია.