ქუთაისში ადგილობრივმა გიორგი გაბრიაძემ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა

ქუთაისში ადგილობრივმა გიორგი გაბრიაძემ „ერთი კაცის პროტესტი“ მოაწყო. მან საბჭოთა წითელარმიელის, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა.
„წლებია ქუთაისის მოსახლეობა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ვთხოვთ ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ აქ დგას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილემ.
ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში საბჭოთა პერიოდის დროს დადგეს. სამოქალაქო აქტივისტები მის დემონტაჟს პერმანენტულად ითხოვენ.

























