„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ოპოზიციის წევრებმა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ოკუპაცია უნდა დასრულდეს და საქართველომ მშვიდობიანი გზით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება უნდა შეძლოს.