გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეეზღუდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მაღაროსკარი, ჩარგალი, მიგრიაულთა, უძილაურთა, ბაცალიგო და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო სოფლებს: დოლასქედი, ჯუღისი, სონდა, ვაშლობი, ჭართალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.