დედოფლიწყაროში ბიძინა მაზიაშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართა

დედოფლისწყაროში, ელიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ ჭიდაობაში ბიძინა მაზიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირი ელიაობისა და დედოფლისწყაროობის დღესასწაულებს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის ტურნირს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ესწრებოდნენ.

























