ბათუმის ბულვარში ქართული კინოს დღეები გაიმართება

დღეიდან, ბათუმის ბულვარში უფასო კინოჩვენებები იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ქართული კინოს დღეები საზაფხულო თეატრთან ბათუმელი რეჟისორების ფილმით „ბათუმის ტალღა“ გაიხსნება.
პროგრამა მოიცავს 10 თანამედროვე, ქართულ კინოფილმს, 4 კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს. კინოჩვენებები საზაფხულო თეატრთან 2,3,9,11,12,23,24,25 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პროექტი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის BIAFF ფარგლებში, კინოფესტივალამდე (აგვისტო) და კინოფესტივალის შემდეგ (ოქტომბერი) კინოჩვენებების ორგანიზებას ითვალისწინებს.
2 აგვისტო – „ბათუმის ტალღა“(ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია), 2016; „გაიღიმე“, რუსუდან ჭყონია, საქართველო/საფრანგეთი/ლუქსემბურგი, 2012
3 აგვისტო – „ინსაიტი“, გია დიასამიძე, 2010 / ინსაიტი, ჟენია გორინ, საქართველო/რუსეთი, 2015; „ცისფერი მთები“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1983
9 აგვისტო – „საშიში დედა“, ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017; „აღსარება“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი/აშშ, 2017
10 აგვისტო – „სხვისი სახლი“, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/რუსეთი, 2017; „გაღმა ნაპირი“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/ყაზახეთი, 2009
11 აგვისტო – „ნეილონის ნაძვის ხე“, რეზო ესაძე, საქართველო, 1985; „შემთხვევითი პაემნები“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/უკრაინა, 2014
23 აგვისტო – „ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.
24 აგვისტო – მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; მოკლემეტრაჟიანი ფილმები
25 აგვისტო – „მანდარინები“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2016; მოკლემეტრაჟიანი ფილმები

























