სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დაბა ბაკურიანში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დაბა ბაკურიანში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

დაბა ბაკურიანში დღეს აქტიურად მიმდინარეობს: სოფელ მიტარბის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დიდველის საპარკინგე ადგილის მოწყობა, შემოვლითი გზის მშენებლობა, „წრიული“ გზის რეაბილიტაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, „მელისის” დასახლებაში გზის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარალელურად მიმდინარეობს ბაკურიანში დარჩენილი ქუჩების პროექტირება, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს განხორციელდება.

უახლოეს მომავალში დაიწყება: სტადიონის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია, დიდველის მიმართულებით, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.

უკვე დასრულებულია: წაღვერი-ბაკურიანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ბაკურიანში ტრენაჟორების მოედნის მოწყობა.

პროექტები ფინანსდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან.

დაბა ბაკურიანში მიმდინარე პროექტები რწმუნებულთან ერთად რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ დაათვალიერეს.