სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი იწვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი იწვის.სრულად არის დამწვარი შენობის მეორე სართული და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ცეცხლის ჩაქრობას თელავის და გურჯაანის სახანაძრო-სამაშველო ეკიპაჟები ცდილობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია აალება, ამ ეტაპზე უცნობი.

























