ზუგდიდში საკანალიზაციო არხის გათხრისას მიწაში მოყოლილი მეორე მუშაც ამოიყვანეს

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო არხის გათხრისას მიწაში მოყოლილი მეორე მუშაც ამოიყვანეს.
მაშველები მის ამოყვანას ნახევარ საათზე მეტ ხანს ცდილობდნენ. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მომუშავე ორი მუშა თხრილში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები საკანალიზაციო არხს თხრიდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ -ერთი მამაკაცი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

























