ჩაქვში მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ჩაქვში მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმი-ერევნის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვის მონაკვეთზე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტურისტი იყო.

ადგილზე ასევე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.