თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რამდენიმე სოფლის, კერძოდ წინწყაროს, გოლთეთისა და მარაბდის მოსახლეობა დააზარალა.

სოფელ წინწყაროში სეტყვამ ბოსტნეული, ვაზი და ხილის მოსავალი გაანადგურა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. სეტყვამ ზიანი მიაყენა სოფელ გოლთეთსა და მარაბდას, სადაც ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურდათ.

ადგილზე დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.