ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში საჯარო განხილვა გაიმართება

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში დღეს საჯარო განხილვა გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები და უშუალოდ იმ კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავენ.
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მოქალაქეებიც და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
როგორც ცნობილია "სილქროუდ ჯგუფი" ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობასა და იახტკლუბის მოწყობას გეგმავს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებას ბათუმელთა ნაწილი აპროტესტებს.
ბათუმში მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ ანბანის კოშკთან მშენებლობა ქალაქს ისტორიულ შინაარსს დაუკარგავს და ამავდროულად, ეკოლოგიური საფრთხე არსებობს.
საზოგადოება „ბათომის" წევრებმა პროექტის შესაჩერებლად საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.

























