სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. მან პირველი მოადგილის ირაკლი ჯიქიას ადგილმონაცვლედ დავით ფარცვანია წარადგინა.

„რეგიონების განვითარება და მართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ჩართვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ზუგდიდში ჩატრებული არჩევნების შემდეგ ასეთი ახალგაზრდების ჯგუფი გვყავს მუნიციპალიტეტის სათავში, დღეს სახელმწიფო ადმინისტრაცაში არის ცვლილებები და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა დავით ფარცვანია. მას აქვს გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში“ , - განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჯიქია გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა, რაც შეეხება კობა ქანთარიას, იგი წლების განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ პოზიციას.

გუბერნატორს დღეს არ დაუსახელებია თუ ვინ ჩაანაცვლებს კობა ქანთარიას.