ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა

ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთამ დაკავშირებით ცრუ განგაში იყო,- ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში უნივერსიტეტის შენობაში გამნაღმველები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:50 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, სადაც ეწერა, რომ ნაღმი 48 საათში ამოქმედდებოდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.