ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მარნეულის სოფელი საიმერლო დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მარნეულის სოფელი საიმერლო დააზარალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი საიმერლოში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქარმა საცხოვრებელი სახლებს სახურავებიც გადახადა, სეტყვამ კი ხეხილი, ვაზი და ბაღჩეული კულტურები დააზიანა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფელ საიმერლოში ივლისის თვეში სეტყვა უკვე მეორედ მოვიდა. ძლიერმა ქარმა კი სახურავი ორ საცხოვრებელ სახლს გადახადა.

იხილეთ ვიდეო: ძლიერი ქარი და სეტყვა მარნეულის რაიონში - წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები, დახოცილია პირუტყვი