მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში იმყოფებიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში იმყოფებიან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ადგილობრივებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობისგან სოფელში არსებულ პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია, რაც ძირითადად სასმელი წყალს და გზებს ეხებოდა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
დღესვე, მინისტრთა კაბინეტის წევრები ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ადგილობრივებთან გამართავენ შეხვედრას.

























