შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ეზოში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ეზოში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

შეკვეთილში ოპოზიციამ აქცია სახელწოდებით "გააღვიძე ოლიგარქი“ გამართა. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის ეზოს ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა და ოლიგარქს უსასყიდლოდ აქვს მითვისებული და შეღობილი. მათ ამ ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები შემოვლითი გზით ივანიშვილის სახლის მეორე შესასვლელთან, სანაპიროს მხრიდან, საყვირებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

"40 დღეა ამ აქციას ვმართავთ, სანაპირო ზოლით ვსარგებლობდით, რომელიც დღეს დგვხვდა დაკეტილი. აგვიკრძალეს იმ გზით გადაადგილება, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდით. ჩვენი შეჩერება შეუძლებელია, კანონის ფაგლებში ვიმოქმედეთ და მოვედით ამ ადგილამდე. ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ ჩვენ შევჩერდებით", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება.

იხილეთ ვიდეო