ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას მოძრაობა "დაიცავი ბათუმის" წევრები აპროტესტებენ. მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ცათამბჯენების მშენებლობა ქალაქს ისტორიულ-კულტურულ სახეს დაუკარგავს და ასევე, ეკოლოგიური საფრთხე იქნება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ, სანამ პროექტის განხორციელება არ შეჩერდება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ რივიერას ტერიტორიაზე კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ 5 ცათამბჯენის მშენებლობას, ასევე იახტკლუბის მოწყობას გეგმავს.