აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ელგუჯა ბაგრატიონს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 600 ლარიანი კამერის დაზიანებას მედავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა განუცხადა. მისი თქმით, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე ყოფნისას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, საქმის განხილვა ოზურგეთის სასამართლოში მოხდება. ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციებს, მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლისა, მაინც გააგრძელებენ.
"ჩემი გამოკითხვა დასრულდა და საქმე სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენ არ ვაპირებთ, პროტესტის შეწყვეტას... საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან გავაგრძელებთ, როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომდევნო დღეებში. ბიძინა ივანიშვილი რუსული მეთოდებით იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ, ვეტყვი, რომ ეს საქართველოა და არა რუსეთი. -საქართველოში უსამართლობის წინააღმდებ მებრძოლ ხალხს რუსი ოლიგარქი ვერ შეგვაჩერებს",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

























