ბათუმში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

შპს "ავტოტრანსპორტის" ავტობუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსში ცეცხლი ძრავში გაჩნდა.