თუშეთში, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს

თუშეთში, ავარიის შედეგად  დაშავებული  მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია.

არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

იხილეთ ვიდეო: