ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2019

დავით ჭიჭინაძე - “ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის

გუბაზ სანიკიძე - “დამიჭერენ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა როლი მექნება ბიძინას სიზმარში”.

* * *

დავით ჭიჭინაძე - “ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის

"ძალიან მძიმე და რთული პროცესის მოწმენი ვართ. სიმართლე გითხრათ, არც იმის თქმა მინდა, რომ ერთ მხარეს არის სინათლე და მეორე მხარეს წყვდიადი. ფაქტია, ადამიანებს დაპატიმრებით ემუქრებიან. ასევე ფაქტია, რომ ვიღაცები დააკავეს. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც გარკვეული დანაშაულის ელემენტებს შეიცავს. ასევე ძალიან რთული მოსასმენია ის, რასაც ვისმენთ - თურმე სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ ქვეყნის სამსახურში უნდა იყვნენ, რაღაც წილების გადაფორმება-გადმოფორმებით ყოფილან დაკავებული. ბოლოს და ბოლოს რა გამოდის, რომ მთელი ეს ჩვენი უახლესი ისტორია, ეს 30 წელი, სახელმწიფოს ხარჯზე ჩინოვნიკების გამდიდრების ისტორიაა?! ეს არის სრული კატასტროფა”, - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: “ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის.

“ამას ვამბობ ყველა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებაზე, გაქცეულზე, დაპატიმრებულზე თუ მოქმედ ჩინოვნიკზე, რომელიც სავარძელშია მოკალათებული და რომელსაც საერთოდ არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქის ბედი. სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკების ისტორია აგამოდის ჩვენი უახლესი ისტორია და თუ ის არ შეიცვალა, თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, ასე შორს ვერ წავალთ. თუმცა ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს სიბინძურე ასე მარტივად შეიცვალოს. პოლიტიკური კლასი თუ არ შეიცვალა, თუ არ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებთ და რომლებიც ამ პასუხისმგებლობის ასაღებად იქნებიან მზად, არაფერი გამოვა. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ შესწევს ვითარების შემობრუნების ძალა. ხალხი დაიღალა უკვე ამ ჩინოვნიკებით, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, საკუთარი მომავალი და საკუთარი კეთილდღეობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია. მეტ-ნაკლებად რაციონალური, ოდნავ ძლიერი პოლიტიკური ძალა თუ გამოჩნდება, ხელისუფლებას ეს არჩევნები წაგებული აქვს. “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს ხარაკირი გაუკეთა, - სხვა შეფასება, უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებამდე მისვლას, ეს იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრს ფაქტორზე, მათ შორის გარე და შიდა ფაქტორებზე. გარე ფაქტორებში ვგულისხმობ ძალიან ბევრ რამეს... ეკონომიკურ ფაქტორებსაც არ გამოვრიცხავ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მხოლოდ ხელისუფლებას არა - მაშინ ბევრად ნაკლები პრობლემა იქნებოდა, - სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “შეიძლება ვადამდელი არჩევნების დაინიშნოს?” - პასუხობს:

“ამ ვითარებაში არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა მე როდესაც ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობდი, მაშინ რომ დაენიშნათ არჩევნები, “ქართული ოცნება” თვითონაც მოგებული იქნებოდა და ქვეყანაც. ამდენი შეცდომა არ ექნებოდათ დაშვებული, ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ქვეყანას ეს ყველაფერი ასცდებოდა. გახსოვთ, ალბათ, როგორც ვითარდებოდა მაშინ მოვლენები - გახსენებაც არ მინდა... მე ვხედავდი შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მას რეალურად ვაფასებდი, მაგრამ მე ვინ მისმენდა. ეჭვგარეშე იყო, რომ ეს კრიზისები იყო გარდაუვალი. კრიზისების პირველი პრევენცია კი არჩევნებია... ახლა კი გნებავთ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს “ქართუ,ა ოცნებამ” და გნებავთ, 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები, როგორც ეს კომსტიტუციით არის განსაზღვრული, ხელისუფლებას მაინც არაფერი ეშველება..."

გუბაზ სანიკიძე - “დამიჭერენ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა როლი მექნება ბიძინას სიზმარში”

"ოქრუაშვილის დაკავება უკავშირდება “რუსთავი 2”-ის საკითხს - ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს. ივანიშვილისგან ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ოქრუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. რაც შეეხება სხვათა დაჭერებს, ვერ ვიმარჩიელებ ამ თემაზე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას. პროგნოზები კეთდება ლოგიკიდან გამომდინარე და ჩვენ კი საქმე გვაქვს აბსოლუტურად ალოგიკური აზროვნების მქონე ადამიანთან, ამიტომ პროგნოზს ვერ გავაკეთებ”, - აცხადებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: “ოქრუაშვილი ბიძინას პირადი პატიმარია” / “დამიჭერენ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა როლი მექნება ბიძინას სიზმარში”.

“დილას რასაც იტყვიან ლავროვი და გავრილოვი, საღამოს იმას მოსდევს ბიძინას შესაბამის ქმედება. ყველაფერი ზედაპირზე დევს და ძნელი გამოსაცნობი არ არის ვითარება. ყველაფერი ჩანს - აგერ თავისუფალი სიტყვის გაჩერებისკენ მივდივართ, აგერ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჩერებაზე მამუკა ხაზარაძე ებრძვიან, ასრულებენ ყველანაირ დირექტივას, რასაც რუსეთიდან იღებენ... ამ ყველაფრის შეჩერების ბერკეტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ჯერჯერობით გაჩერებულია. სადამდე აპირებს ხალხი გაჩერებას და ამდენი რამის მოთმენას, ესეც საინტერესო თემაა - ივანიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და გასარკვევია, ქართველი ხალხი როდის მიხვდება ამ ყველაფერს, როცა ეს კაცი ქვეყანას აქცევს, ანადგურებს - როდესაც 1 დოლარი 4 ლარი გახდება? შემოდგომა მოვა და ვნახავთ, როგორც მდგომარეობაში შეხვდება ქვეყანა. იმედი ფაქვს, ხალხი ამ შეფასებას გააკეთებს. ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის აყვავებისთვის არ არის მოსული, ამაში უკვე ყველანი დავრწმუნდით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან სუაბრისას გუბაზ სანიკიძე და შეკითხვაზე - “ თქვენ იყავით გამოკითხვაზე, არ ელოდებით, რომ შესაძლოა თქვენზეც რაღაც რეპრესიები გამხორციელდეს და დაგიჭირონ?” - პასუხობს:

“აინტერესებდათ რა მდგომარეობა იყო, ჩემი ლოკაცია სად იყო, რას ვაკეთებდი, ვინ როგორც იქცეოდა, რომელიც პოლიტიკოსები იყვნენ... დაჭერას რაც შეეხება, არ ვიცი, ბიძინას რა დაესიზმრება და მე ამ სიზმარში რა როლი მექნება, ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ოქრუაშვილის კადრები ხომ ნახეთ, იქ რამე შეამჩნიეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მსგავსი რაღაც, ამ ჯგუფური ძალადობა პოლიციაზე, სადმე ხელს იქნევს ან იგინება ან ზარბაზანი უჭირავს? ხომ ვერაფერი შეამჩნიეთ?!”

“ეს დადგმულია და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! ეს კაცი, ივანიშვილი ვერ არის ჯანზე და სანამ მისი ოჯახის წევრები არ წაიყვანენ “საგიჟეთში”, მანამდე ვერ მიხვდებით რაშია საქმე? რეაქციებზე ვერ ატყობთ, რომ ასეა? 20 ივნისი სისხლიან ღამეზე ამბობს, მეძინაო! ჯერ ერთი, ტყუილს ამბობს, არ სძინებია და და ეს ყველაფერი მისი ბრძანებით მოხდა. მაგრამ კაცი ამას რომ იტყვის, ღამე მეძინაო, ეს ნორმალურია? შეიძლებოდა ქართველ კაცს იმ ღამით სძინებოდა, იმ ფონზე, რაც მაშინ რუსთაველზე ხდებოდა?! მეორეც ის, რომ "ღამე მეძინაო" მას ჰგონია ალიბი და მით უარესი მისთვის... ერთი სიტყვით, ვერ არის ჯანზე. ეს კაცი ჩვენი ქვეყნისთის არის სახიფათო”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე.