ანონსი 27 ივლისი

ანონსი 27 ივლისი

27 ივლისს, 10:00 საათზე, დიღმის მთავარ სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

27 ივლისს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართება.

მის: გახოკიძის 11ა

ტელ: 599 899 627 მარიამ ჩიტიშვილი

27 ივლისს, 11:00 საათზე, ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” (შხარას დარბაზი), თელავის ქ. 20

საკონტაქტო : სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70

27 ივლისს, 12.00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას გააკეთებს რუსთაველზე მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

საკონტაქტო პირი: თეონა ჭალიძე 591051601

27 ივლისს, 14:00 საათზე, კოჯორში, ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნებს შორის გაიმართება. ტურნირში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს შვედი ძიუდოისტი ნოა სვონლინგი. ღონისძიებას დაესწრება თავად მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ქართველი ფალავნები, ასევე, გამგეობისა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

მის. : კოჯორი, იუნკერების ქუჩა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;

საკონტაქტო პირი: ხათუნა კიღურაძე 599 13 00 07;

27 ივლისს, 20:00 საათზე, სამტრედიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარკში”, ცნობილი რეპერების მონაწილეობით "ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი" გაიმართება, რომელშიც Young Mic, Grotask, Curly L.A. მიიღებენ მონაწილეობას.

საკონტაქტო: 599888861