რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მინივენი შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276_ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.