დაბა წაღვერში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

დაბა წაღვერში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

დაბა წაღვერში კულტურის სახლის მასშტაბური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი შენობის სრულ სარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შენობაში ჩატარდება, როგორც შიდა სივრცეების რეაბილიტაცია, ასევე გარე-ფასადის რეკონსტრუქცია, სრულად შეიცვლება შენობის ელექტრო გაყვანილობა, შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელი, დამონტაჟდება გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემები, ასევე შენობის სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომონიტორინგისა და ინტერნეტის ქსელი, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

მათივე ინფრომაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მლნ 9 000 ლარით დაფინანსდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ შენობა აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, მისი ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ, მას არ ჩატარებია სარემონტო სამუშაოები, ახლი რეაბილიტირებული კულტურის სახლი ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდას, კულტურულ განვითარებასა და დასაქმებას, წაღვერს, როგორც კურორტს, გახდის უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.