სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - „მესტიაჭალა ჰესის“ წამომადგენლები მოუყრიან თავს ტექნიკას და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება

მძიმე ტექნიკის მობილიზაცია ხდება, „მესტიაჭალა ჰესის“ წამომადგენლები მოუყრიან თავს ტექნიკას და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა მესტიაში გუშინ მომხდარი სტიქიის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ნინო ვიბლიანი აცხადებს, ჯერჯერობით სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა უცნობია.
„ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებთ. ახლა შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ ამ კუთხით და შემდეგ იქნება ამაზე ინფორმაცია“, - აცხადებს ვიბლიანი.
თავის მხრივ, მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მესტიის მოსახლეობის 60%-ს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ მდინარე მესტიაჭალას ადიდების შედეგად განადგურდა „მესტიაჭალა 1-ის“ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა.

























