სიღნაღის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა ფესტივალ-ტურნეს „ივერია-ბრილიანტს” უმასპინძლებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა სიმღერის და ცეკვის საქალაქთაშორისო ფესტივალ-ტურნეს „ივერია-ბრილიანტს” უმასპინძლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას სოციალური საწარმო „განსაკუთრებული ჟურნალი” უწევს, რომლის ფარგლებშიც 18:00 საათზე სიღნაღის თეატრში კონცერტი გაიმართება.
„ფესტივალის და ზოგადად პროექტების მიზანია იპოვენ ნიჭიერი ხელოვანები საქართველოს რეგიონებში, მოხდეს მათი შემდგომი განვითარება და რეალიზება, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში გამართულ მსგავს საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობით.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























