ხულოში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად, ბაბუა და შვილიშვილი დაიღუპა

ხულოში, ღორჯომის თემში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.
არსებული ინფორმაციით, „უაზის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























