ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაღუპული 1996 წელს დაბადებული გოგონაა, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, ტურისტი თავად მართავდა საჭეს, რა დროსაც ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხევა გვიან ღამით მოხდა. მაშველებმა ცხედარი ხევიდან ღამითვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.