ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სართულზე, დერეფანში მოხდა. მათი თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

"პირველ სართულზე, დერეფანში ჩამოინგრა თაბაშირმუყაო და რკინის კონსტრუქცია. საბედნიეროდ, შემთხვევა დილის საათებში მოხდა და ადგილზე არავინ იყო, არადა აქ ბავშვები თამაშობენ ხოლმე. არავის სჯერა, რომ ცუდ დღეში ვართ. ვიდრე ვინმე არ დაიღუპება, არ გაგვიყვანენ. ჩვენ მადლიერების სახლში ვიყავით და რომ მოვედით, მერიის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. ვერ გვეუბნებიან, რა ბედი გველის. ეს მეოთხე შემთხვევაა," - განაცხადა ადგილობრივმა მირანდა ნემსიწვერიძემ.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ორი წლის წინ მოეწყო.