ანონსი 24 ივლისი

ანონსი  24 ივლისი

24 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა ჩატარდება.

24 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარებისა და ხედვის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი. ღონისძიებაზე მოწვეულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამინისტროების სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები.

24 ივლისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი # 1

24 ივლისს, 12:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბრიფინგს გამართავს. მინისტრი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეაჯამებს და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს, რომელსაც სამინისტრო იმ აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელებს, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს

მის.: უზნაძის 52.

24 ივლისს, 12:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სახელმწიფოსგან ბიზნესის დაფინანსება

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 ივლისს, 14:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის: სანაპიროს 2, მე-5 სართული, საქართველოს ეროვნული ბანკი

24 ივლისს, 14:30 საათზე, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება და საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან საპენსიო სქემით დაინტერესებული პირები და უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, გაკეთდება პრეზენტაცია და დამსწრეები მიიღებენ სრულფასოვან ინფორმაცის დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ.

24 ივლისს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ირაკლი კაკაბაძე და მარინა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: თანასწორობის ინსტიტუტის აღდგენა; პოლიტიკური და ბიზნეს ისტებლიშმენტის კორუფციული სახეები; ბირთვული და ქიმიური იარაღის გავრცელება საქართველოში

მის: ი. მოსაშვილის #24, მე-5 სართ.

24 ივლისს, 17:00 საათზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ (USAID) დახურვის ღონისძიება გაიმართება.