სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს, 08:00-დან 09:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ.მცხეთაში აღმაშენებლის, ა.წერეთლის, არსუკიძის, კოსტავას, ფარნავაზის, ანტიოქიის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 16:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























