გორში, ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

გორში, ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

გორის მუნიციპალიტეტს 3 845 მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება. ამ ეტაპზე უკვე რეაბილიტირებულია 2 150 გრძივი მეტრი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაგეგმილ სამუშაოების ღირებულება ჯამში 3 103 218 ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში არსებული დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. უწყება პრიოტეტს იმ ქუჩებს ანიჭებს, რომლების გზის საფარიც მეტად დაზიანებულია.

„მიმდინარე წელს ხორციელდება კახნიაშვილის, ბუხაიძის, გორგასლის, შიო მღვიმელის , ყიფიანის (მონაკვეთი ტყვიავის ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით) ქუთაისის (ორი მონაკვეთი - სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და აღმაშენებლის გამზირიდან რომელაშვილების ქუჩამდე), გორიჯვრის (დარჩენილი მონაკვეთი), სუხიშვილის ქუჩის პარალელური კვარტალური გზის, მელიქიშვილის ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.