შეკვეთილში ლოზუნგებით - „მე მახსოვს გავრილოვის ღამე”, „რუსეთი ოკუპანტია”, „გახარია წადი” აქცია გაიმართა

„მე მახსოვს გავრილოვის ღამე” , „რუსეთი ოკუპანტია” , „ნუ მაბრმავეთ” , „გახარია წადი” - ამ ლოზუნგებით შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. იქამდე აქციის მონაწილეები საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ შეიკრიბნენ და „პარაგრაფამდე“ მსვლელობა მოაწყვეს.
,,ერთი თვე გავიდა, რაც გიორგი გახარიამ თვალები დათხარა ახალგაზრდებს, დაარბიეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი და ცხოველებზე სასროლი საშინელი ტყვიებით დაასახიჩრეს საკუთარი მოქალაქეები, თუმცა, გახარია ისევ მინისტრია. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის სისაძაგლე, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, გავაპროტესტეთ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები და კვლავ მოვითხოვთ გახარიას გადადგომას,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძე.
მისი თქმით, ისინი შეკვეთილში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაშლილ კარვებთან სისტემატიურად შეიკრიბებიან და აქციებსაც პერმანენტულად გამართავენ .

























