ზესტაფონის სოფელ ბოსლევში მეწყერი ჩამოწვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში, უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად, დაახლოებით 60 ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, გზის გაწმენდა ადგილობრივი ძალებით და მძიმე ტექნიკით ხდება.

























