ხობის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება

ხობის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში მამაკაცი, რომელიც იატაკზე ეგდო. როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო. დეტალები არ ვიცი. ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანმა.

სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.