ფოთის საკრებულოს სხდომაზე „ნაცმოძრაობის წევრის" შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მისვლას ხმაური მოყვა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი" დარეჯან ცხვიტარია შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა ,,გახარია წადი", რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მან 20 ივნისის ღამე გაიხსენა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო.
,,თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისათვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
მას საკრებულოს თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების” წევრებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს, ნაწილმა კი მის მიერ სხდომის დატოვება მოითხოვა. როგორც ცხვიტარია ამბობს იგი მთელი სხდომის განმავლობაში ტრანსფარანტით ხელში, ფეხზე იდგება და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.

























