სოფელ ყარაჯალაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის .სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლი შენობის დიდ ფართობზეა გავრცელებული, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ.
ადგილზე 3 სახანძრო,სასწრაფო დამხარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. რა გახდა აალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

























