შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდებს რამდენიმე დღიანი შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ, ისინი საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა ამ დროისათვის კლინიკა დატოვეს.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები კვლავ გაგრძელდება.
"ჩვენ არ ვაპირებთ კარვების დაშლას. აქციები გაგრძელდება. სამწუხაროდ, ორ ახალგაზრდას რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობდა, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ამ დროისათვის კი სახლში გაწერეს. არ გავჩერდებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება. აქციები შეკვეთილში ყოველ დღე გაიმართება",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

























