ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს

ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს

ზუგდიდში დღეს საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს. აღნიშნული წოდება ოთხ პირს: მეათე საჯარო სკოლის დირექტორ ზურაბ კუპრეიშვილს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს „კიკბოქსში“ დავით ქირიას, ადგილობრივი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსს მარინა წულეისკირსა და ქორეოგრაფ რეზო ჩხეიძეს მიენიჭათ.

მათ სიმბოლური საჩუქრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ გადასცა.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ჩვენი მუნციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, ღირსებულები, წარმატებულები და დიდი ამაგის მქონეები, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.