შეკვეთილში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სასტუმრო ,,პარაგრაფისკენ" მიდიან

შეკვეთილში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სასტუმრო ,,პარაგრაფისკენ" მიდიან

შეკვეთილში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სასტუმრო ,,პარაგრაფისკენ" მიდიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი სასტუმროსთან თავიანთი მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადებენ.

„შეიგნოს რუსმა ოლიგარქმა, რომ საქართველოში არ გაუვა გავრილოვების ბოგინი, საქართველოში არ იფრიალებს რუსული დროშა და ამ ქვეყანაზე დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მამუკა კომახიძემ.